ჩაისუბნის საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
26-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

მათ შორის იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეთავაზებული მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული, რომელშიც სკოლა აქტიურად იყო ჩართული.

მედიაწიგნიერების დღე, სკოლის IX და X კლასებში უცხო ენის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა. მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ, სადაც მათ საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ კვირეულში ჩართულობისთვის სკოლა სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდა.

მსგავს ღონისძიებებსა და პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საჭირო ცოდნას სძენს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203