მასწავლებლები ზეგანაკვეთურად ანაზღაურების გარეშე მუშაობენ - კვლევა ინგლისში
28-02-2024

ინგლისში მასწავლებელთა პროფკავშირებმა მინისტრები „დღისით ქურდობაში“ მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც პროფკავშირების კონგრესის ჩატარებულმა ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მასწავლებლები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა შორის, ყველაზე მეტ ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ.

აღნიშნულ თემას ადგილობრივმა მედიამ სტატია მიუძღვნა. TUC-ის გამოკითხვამ, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ბრიტანეთში ყოველი ხუთი მასწავლებლიდან, ორი, კვირაში 26 საათის, ხოლო წელიწადში 5,5 მილიონ საათის განმავლობაში უფასოდ მუშაობს. 

პატრიკ როუჩმა, NASUWT მასწავლებელთა კავშირის გენერალურმა მდივანმა, თქვა, რომ ეს იყო „სამარცხვინო მტკიცებულება“ იმისა, რომ მთავრობა სკოლებსა და კოლეჯებში არა ინვესტირებას, არამედ უფასო შრომას ეყრდნობოდა.

„ის ფაქტი, რომ მასწავლებლები წელიწადში, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს გამო, საშუალოდ, 15000 ფუნტს კარგავენ, არ არის ნაკლები იმაზე ნაკლები, ვიდრე ძარცვა. მასწავლებლები ხედავენ, რომ მათი დატვირთვა, დამხმარე პერსონალისა და სხვა სერვისების შემცირებით, სულ უფრო იმატებს“, - თქვა როუჩმა.

უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული მასწავლებლების ნახევარზე მეტი კვირაში 50 საათზე მეტს მუშაობდა, ზოგი კი 70 საათზე მეტს. როგორც პროფკავშიებში აღნიშნავენ, ეს მიუღებელია. „შეუძლებელია, განათლების ხარისხი გადატვირთული და ნაკლებანაზღაურებადი მასწავლებლების საშუალებით ამაღლდეს“,- დასძინეს მათ. 

TUC-ის გამოკითხვაში გამოჩნდა, რომ მასწავლებლები კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებზე, მენეჯერებსა და სკოლის დირექტორებზე მეტ საათს მუშაობენ.  პოლ ნოვაკმა, TUC-ის გენერალურმა მდივანმა, თქვა: „მუშაკთა უმეტესობას დამატებითი საათებით მუშაობა, ზოგჯერ, არ ადარდებს, მაგრამ გადაუხდელი ზეგანაკვეთური შრომა მასწავლებლების შემთხვევაში, კონტროლს არ ექვემდებარება. არავინ უნდა მოელოდეს, რომ ის ანაზღაურების გარეშე, მთელი საათის განმავლობაში, იმუშავებს“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203