ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ელექტრონული წიგნები შექმნეს
27-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

სკოლაში, პროექტის - „ტექნოლოგიების განვითარება სკოლაში“ ფარგლებში, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, პედაგოგ რიპსიმე აროიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლაში, მორიგი აქტივობა ჩატარდა. ამჯერად, ბავშვებმა bookcreator-ის პროგრამის მეშვეობით წიგნები შექმნეს.

სამუშაო პროცესი, როგორც გვიყვებიან, ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. 

„ბავშვებმა დიდი სიამოვნებით და მონდომებით შეასრულეს და ააწყვეს ონლაინ წიგნები: „გოგონა და სამი დათვი“, „წუნა და წრუწუნა“, „გლეხი, დათვი და მელია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

გლეხი, დათვი და მელია

წუნა და წრუწუნა

გოგონა და სამი დათვი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203