მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა, პედაგოგ ცისანა დალაქიშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები - ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ბრძოლაში დაღუპული ქართველი იუნკერები, მოწყალების და მარო მაყაშვილი.
„დიდება ქართველ გმირებს!“ - ამ ლოზუნგით მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ომი და ოკუპაცია დაგმეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: