ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფლის ისტორიას საინტერესო ვიდეორგოლით ყვებიან
29-02-2024
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლიური კუთხის ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებს საინტერესო აქტივობებით ეცნობიან. 

მოსწავლეებმა, პროექტ - „ეკო მაშველების“, ფარგლებში, საინტერესო ვიდეორგოლი მოამზადეს, რომელიც სოფლის ისტორიას შთამბეჭდავი ფოტოებითა და ფაქტებით ყვება. 

მოსწავლეებმა შეაგროვეს საინტერესო ცნობები თავიანთი სოფლის შესახებ, გადაიღეს ფოტოები, სადაც ასახულია თემის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები და გააერთიანეს. 

მოსწავლეები ვიდეორგოლზე მუშაობისას უკეთ გაეცნენ სოფლის წარსულს და მის ისტორიას. 

„გაგაცნობთ ჩვენს ლამაზ სოფელსა და სკოლას“,- ამ სიტყვებით და დიდი სიამოვნებით, სკოლა გვიზიარებს ვიდეორგოლს. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203