თამაშებით სწავლება თანამედროვე სასკოლო ცხოვრების საკმაოდ აქტუალური საკითხი გახლავთ. როგორც უცხოელი ექსპერტები ამბობენ, საკლასო თამაშები შესანიშნავი გზაა ეფექტური გაკვეთილის გეგმის შესაქმნელად და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის პროცენტულობის გასაზრდელად.
ექსპერტები, საკლასო თამაშების გამოყენების რამდენიმე უპირატესობას განიხილავენ, ესენია:
ხელს უწყობს შემოქმედებით გამოხატვას: ბევრი საკლასო თამაში მოიცავს მხატვრულ კომპონენტს, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გაუჩნდეთ ორიგინალური იდეები და იყვნენ მეტად შემოქმედებითები.
იძლევა სწავლის მრავალფეროვან სტილს: საკლასო თამაშები გაამრავალფეროვნებს საგაკვეთილო პროცესს. მაგალითად, ზოგიერთი მოსწავლე თავის უნარებს უფრო ეფექტურად ავლენს მაშინ, როცა გარემო არც ისე აკადემიურია, თამაში მას მეტ სითამამეში ეხმარება.
ეხმარება მოსწავლეებს სკოლაში ადაპტაციაში: თამაშები შეიძლება გახდეს სტრატეგია, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ადაპტაციაში. პირველკლასელებისა თუ, ახალ სკოლაში გადასული მოსწვალეებისთვის, ისეთი გარემოს შექმნა, რომ ნაკლები სტრესი გაიარონ ძალიან მნიშვნელოვანია.
ქმნის კომფორტულ სასწავლო გარემოს: შეგიძლიათ გამოიყენოთ თამაშები თქვენს მოსწავლეებთან დასაკავშირებლად და მათ უკეთ გასაცნობად. მსგავსი აქტივობები, დაძაბულობასა და ბარიერებს შლის და გეხმარებათ პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად.
ხელს უწყობს ინტერაქციას: თამაშები შესანიშნავი საშუალებაა მოსწავლეებთან მხიარულად და მშვიდად ურთიერთობისთვის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მორცხვი ან „ინტროვერტული“ მოსწავლეებისთვის, რადგან მათ შესაძლოა უჭირდეთ აკადემიურ სივრცეში კომუნიკაცია, თუმცა მეტად გაიხსნან, როცა საქმე თამაშს შეეხება.
ხელს უწყობს გუნდურ სულისკვეთებას: სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ გუნდებში, სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში.