ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება - მოსწავლეებისთვის ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს
12-03-2024

I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაცია 13 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.  გამოცდები კი 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ჩატარდება. 

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

I თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

II თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

რესურსცენტრში სარეგისტრაციოდ დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ აქ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203