დირექტორობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინონ კანიდიდატებმა
29-02-2024

აჯარო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია 29 თებერვალს 24:00 საათზე დასრულდება.

ის პირები, რომლებიც ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, კონკურსს შეუერთდებიან გასაუბრების ეტაპიდან. თუმცა 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, მათ უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია (იხ. ინსტრუქცია), რა დროსაც უნდა შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმება.

იმ პირებმა, რომლებიც არ ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია (იხ. ინსტრუქცია), წარმოადგინონ კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203