„კეთილდღეობა სკოლაში“- არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ
29-02-2024
პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭრითა და ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობენ სხავადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებეში, მათ შორის - საერთაშორისო პროექტებში.
არგვეთის საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელი ინგა გულიაშვილი და და ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო ქავთარაძე, მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაერთნენ eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში - „კეთილდღეობა სკოლაში - Well - being at school“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით პოსტერები შექმნეს და ვიდეოკლიპი გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ არგვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიურობასა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობას ყოველთვის ახალისებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ მე-6 კლასის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.