სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულებს დამატებითი შეღავათები განესაზღვრათ - ცნობილია, რომელი სამედიცინო პროცედურა დაუფინანსდებათ 80-90-100%-ით
29-02-2024

აჭარის მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა გაფართოებაც იგეგმება.

მათ შორის საუბარი შეეხო უშვილობის მკურნალობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ 300000-მდე ქულა, ასევე კერძო და საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს მიეცემათ საშუალება ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით:

„300000 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში - კერძო და საჯარო სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მიეცემათ საშუალება ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.

აღსანიშნავია, რომ უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება  80%, 90% და 100%-ით. პროგრამით სარგებლობს აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უშვილო წყვილი, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203