ბათუმის N13 სკოლის VIII კლასის მოსწავლე ნინო ტუღუში ხმლით ფარიკაობაში აჭარის ჩემპიონი და  ნაკრების წევრი გახდა
29-02-2024
ბათუმის N13 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული, ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებული მოსწავლეები სწავლობენ. 

მათ შორის, ერთ-ერთია VIII კლასის მოსწავლე ნინო ტუღუში. ახლა, სკოლაში სწორედ მისი მიღწევით ხარობენ და ამაყობენ. მოსწავლე ხმლით ფარიკაობაში აჭარის ჩემპიონი და აჭარის ნაკრების წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ მან ღირსეულად ისაპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. 

სკოლაში კი თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.

„ვულოცავთ ნინის და ვუსურვებთ წარმატებებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203