3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03-03-2024
დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ დედის დღის აღნიშვნას საუკუნოვანი ისტორია აქვს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ მოვლენებს უკავშირდება.

საკლასო აქტივობები დედის დღის აღსანიშნად - იდეები პედაგოგებისთვის

გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესო ისტორიულ ფაქტს დედის დღესთან დაკავშირებით: 

  • მსოფლიოში არსებული ენების უმრავლესობაზე, სიტყვა დედა „მ“ ასოზე იწყება.
  • ანა ჯერვისი ცნობილია, როგორც დედის დღის ფუძემდებელი აშშ-ში. ანას თავად არასდროს ჰყოლია შვილები, მაგრამ აასრულა დედამისის სურვილი, ყოფილიყო ერთი დღე სპეციალურად დედებისთვის. ანა დაუღალავად შრომობდა ამისთვის და 1914 წლის 8 მარტს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა ხელი მოაწერა ერთობლივ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, ყოველი მაისის მეორე კვირა დღე აშშ-ში დედის დღედ გამოცხადდა.
  • მთელი წლის განმავლობაში გასაყიდი ყვავილების ერთი მეოთხედი ამ დღესასწაულზე იყიდება ხოლმე.
  • ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, გაზაფხულობით ფესტივალები ტარდებოდა ხოლმე დედათა ქალღმერთის, რეას საპატივცემულოდ. ის კრონოსის მეუღლე და ბევრი ღვთაების დედა იყო.
  • ძვ.წ. 250 წელს რომაელები გაზაფხულზე ფესტივალს, სახელად ჰილარიას, აღნიშნავდნენ. ფესტვალი ეძღვნებოდა დედა ქალღმერთს, კიბელეს. მონაწილეებს ტაძარში შესაწირი მიჰქონდათ მის სახელზე, ატარებდნენ აღლუმებს, დგამდნენ სპექტაკლებს და მასკარადებს.
ლექსები დედაზე, რომელიც მოსაწავლეებს შეგიძლიათ ასწავლოთ

„ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი გილოცავთ დედის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203