ინფორმაცია სკოლების, ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის - ბრძანების დეტალები
07-03-2024

ბაღებში, სკოლებში, პროფესიულებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების ქცევის სისტემური და მასშტაბური მონიტორინგი 2024 წლის 1 ივნისიდან  დაიწყება - აღნიშნულის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილი ბრძანებაში ვკითხულობთ, რომლიც თავის მხრივ  განსაზღვრავს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

ბრძანების მიხედვით  მონაცემთა სუბიექტების ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგად  მიიჩნევა:

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბავშვების, მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელებისა და სტუდენტების ქცევის მონიტორინგი.

მონიტორინგის სისტემატურობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:

ა) მონაცემთა დამუშავების სიხშირე, მისი განგრძობადობა და პერიოდულად განმეორებითი ხასიათი;
ბ) მონაცემთა დამუშავების წინასწარ დაგეგმილი ხასიათი, ორგანიზებულობა და თანმიმდევრულობა;
გ) მონაცემთა დამუშავება წარმოადგენს თუ არა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ძირითადი საქმიანობის ნაწილს.

ამ აქტის მიზნებისთვის, მონაცემთა სუბიექტების ქცევის მონიტორინგის მასშტაბურობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:

ა) მონაცემთა სუბიექტების რაოდენობა;
ბ) დამუშავებული მონაცემების მოცულობა ან/და დამუშავებული მონაცემების სახეობათა სიმრავლე;
გ) მონაცემთა დამუშავების პროცესის ხანგრძლივობა;
დ) მონაცემთა დამუშავების პროცესის გეოგრაფიული დაფარვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203