განათლების სამინისტროსთან არაგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შეთანხმების წესში განსაზღვრულია სკოლების უფლებები, რომელთა შორის ერთ-ერთი ეხება რესურსის ცვლილებას - უფრო კონკრეტულად კი, ავტორიზაციის ფარგლებში სკოლა უფლებამოსილია შეთანხმებული სახელმძღვანელო შეცვალოს გრიფმინიჭებული ან მის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებული სხვა სახელმძღვანელოთი.
რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტის თანახმად, „სკოლა/სტატუსის მაძიებელი ვალდებულია:
ა) განაცხადი სამინისტროში წარადგინოს სკოლის/სტატუსის მაძიებლის სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე;
ბ) საჯარო სკოლის შემთხვევაში, შეთანხმებული სახელმძღვანელოებით შესაბამისი მოსწავლეების უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები გაიღოს სკოლის ბიუჯეტიდან;
გ) შეთანხმებული სახელმძღვანელო სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად არ გამოიყენოს შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სასწავლო წლამდე;
დ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები“.