რომელ ქვეყნებში სწავლობენ ყველაზე მეტს?
17-03-2024
განათლებული მომავალი თაობის აღზრდა, ამ გზით, საზოგადოების მრავალმხრივ განვითარება, სოციალური ფონის გაუმჯობესება და პროფესიონალი კადრების აღზრდა, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში უმთავრესი ამოცანაა.

მსოფლიოს გარშემო არის ქვეყნები, სადაც გამართული საგანმანათლებლო სისტემით, საყოველთაოდ ცნობილი უნივერსიტეტებით, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯებითა და განათლებული მოსახლეობით ამაყობენ.

მსგავს ქვეყნებში განათლებაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან კარგად ესმით, რომ საზოგადოება მხოლოდ ამ გზით განვითარდება, ცხოვრების დონე გაიზრდება და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ადამიანებმა იციან, რომ მათი შრომა დაფასდება და შესაძლოა, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მმართველებიც კი გახდნენ. განათლების უდიდეს მნიშვნელობაზე, ფაქტობრივად, ყველა თანხმდება. საინტერესოა, მსოფლიოში არსებული ქვეყნებიდან, სად სწავლობენ ყველაზე მეტს. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მხოლოდ კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება. ჩვენ, განათლების მხრივ, 2023 წლის რეიტინგებში წამყვან პოზიციებზე მყოფი ქვეყნების შესახებ ინფორმაცია მოვიძიეთ.

მონაცემების მიხედვით, განათლების დონე ყველაზე მაღალი სამხრეთ კორეაშია

გასაკვირი არ არის, რომ განათლების სფეროში სამხრეთ კორეა ლიდერობს. იქ უმაღლესი განათლების შესანიშნავი მაჩვენებლია. ეს ქვეყანა გამოირჩევა, როგორც გლობალური განათლების ცენტრი, სადაც განსაცვიფრებელი უმაღლესი განათლების მაჩვენებელია - 69,29%. განათლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო სამხრეთ კორეამ მოახერხა, რომ კარგად ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა. ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა სკოლის უზენაესობისადმი ერის ურყევმა ერთგულებამ, მკაცრმა აკადემიურმა სილაბუსებმა და სახალგანთქმულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა.

განათლების პრიორიტეტად დაყენებით, სამხრეთ კორეამ გამორჩეულად პროფესიონალი სამუშაო ძალა აღზარდა, ინოვაციების ცეცხლი აანთო და მნიშვნელოვან ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწია.

კანადა

ამ ეტაპზე, მსოფლიოში ყველაზე ერუდირებულ ქვეყნებს შორის, მეორე ადგილს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე კანადა იკავებს. ამ ქვეყანაში უმაღლესი განათლება მოსახლეობის 66,36%-ს აქვს. პრესტიჟული უნივერსიტეტებითა და ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემით, კანადაში მოქალაქეებს ხელმისაწვდომ განათლებას სთავაზობენ.

იაპონია

ამომავალი მზის ქვეყანაა, მესამე ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლებს უდიდეს ნაწილს უმაღლესი განათლება აქვს. იაპონიაში ეს მაჩვენებელი 64,81%-ია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ერი, საგანმანათლებლო კუთხით, თავს ვალდებულად გრძნობს, რომ სფეროს განვითარება უზრუნველყოს. თითოეული მოქალაქე საკუთარ პასუხისმგებლობას იზიარებს და ცდილობს, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. იაპონია გამორჩეულია აკადემიური ინსტიტუტებითა და წიგნიერების ძალიან მაღალი მაჩვენებლით.

ლუქსემბურგი

მეოთხე ადგილზე ევროპაში მდებარე პატარა ქვეყანა ლუქსემბურგია. იქ მოსახლეობის 63.12%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ქვეყნის მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა შესაძლებლობებმა და განათლებაზე ურყევმა ზრუნვამ, ლუქსემბურგი გლობალური განათლების რეიტინგის მწვერვალზე აიყვანა.

ირლანდია

2023 წლის მონაცემებით, მეხუთე ადგილს ირლანდია იკავებს. წამყვანი უნივერსიტეტებისა და გამართული განათლების სისტემის საშუალებით, ქვეყანაში განათლების მაჩვენებელი ძალიან მაღალ დონეზეა. ირლანდიაში უმაღლესი განათლება მოსახლეობის 62,88%-ს აქვს. იქ მოსწავლეებსა და სტუდენტებს საუკეთესო გარემოს სთავაზობენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203