წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შესაბამისად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა. მსოფლიო კამპანიას წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მეოთხე კლასი, პედაგოგ ლელა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, შეუერთდა
„ჩვენ გვჯერა, რომ კარგ წიგნებს მრავალი სიკეთე მოაქვს, წიგნები არიან აზრის ხომალდები, ჟამთა ტალღებში, რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას, წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან, ცხოვრების ყოველ განსაცდელში შეგიძლიათ მათ მიმართოთ, წიგნები არასოდეს გიღალატებენ“,- ერთხმად აღნიშნეს პედაგოგმა და მასწავლებელმა, რომელიც მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: