ახოს საჯარო სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა: 19 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი. ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია 8 ტექპერსონალით. მუშაობს 4 საგნობრივი კათედრა და სამეურვეო საბჭო. სკოლაში შექმნილია უსაფრთხო გარემო.
პედაგოგები ჩართულები არიან განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ტრენინგებში.
ახოს საჯარო სკოლაში 53 მოსწავლე სწავლობს. სკოლას ჰყავს ოქროს მედალოსნები და საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები. კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებულად აგრძელებს. მოსწავლეთა ოლიმპიადებში სკოლის სახელით წარჩინებით მონაწილეობდა ათობით მოსწავლე.
სკოლაში მოქმედებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. აქტიურად ეწყობა ლაშქრობები, ექსკურსიები და არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობები.
დაწყებითი საფეხურის პირველ სკოლას სოფელ ახოში 1925 წელს ჩაეყარა საფუძველი. რომელიც წლების შემდგომ გადაკეთდა საბაზო საფეხურის სკოლად, ხოლო 1977 წლიდან სოფელში მოქმედებს საშუალო სკოლა. ამჟამად სკოლას ჰყავს 53 მოსწავლე. პედაგოგიური კოლექტივი კი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მასწავლებლებით; სკოლაში ყველა საგანს ასწავლის შესაბამისი კვალიფიკაციის ამაგდარი პედაგოგი. სკოლა მიზნად ისახავს აღზარდოს საზოგადოების ღირსეული...
მეტის ნახვა
დაწყებითი საფეხურის პირველ სკოლას სოფელ ახოში 1925 წელს ჩაეყარა საფუძველი. რომელიც წლების შემდგომ გადაკეთდა საბაზო საფეხურის სკოლად, ხოლო 1977 წლიდან სოფელში მოქმედებს საშუალო სკოლა. ამჟამად სკოლას ჰყავს 53 მოსწავლე. პედაგოგიური კოლექტივი კი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მასწავლებლებით; სკოლაში ყველა საგანს ასწავლის შესაბამისი კვალიფიკაციის ამაგდარი პედაგოგი.
სკოლა მიზნად ისახავს აღზარდოს საზოგადოების ღირსეული და ჯანსაღად მოაზროვნე ახალი თაობა.
ახოს საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1977 წელს აგებულ შენობაში. სკოლის შენობას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2017 წელს. სამსართულიანი ნაგებობის მე-2 და მე-3 სართულზე განლაგებულია საკლასო ოთახები, კლასკაბინეტები, ადმინისტრაციის ოთახები. სკოლას გააჩნია ტექნოლოგიური აღჭურვილობა და კომპიუტერების ოთახი, სადაც ყველასთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი.კლასები აღჭურვილია ახალი ინვენტარით. კეთილომწყობილია დერეფანი და ეზო-გარემო. შექმნილია სრულყოფილი პირობები...
მეტის ნახვა
ახოს საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1977 წელს აგებულ შენობაში. სკოლის შენობას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2017 წელს. სამსართულიანი ნაგებობის მე-2 და მე-3 სართულზე განლაგებულია საკლასო ოთახები, კლასკაბინეტები, ადმინისტრაციის ოთახები. სკოლას გააჩნია ტექნოლოგიური აღჭურვილობა და კომპიუტერების ოთახი, სადაც ყველასთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი.
კლასები აღჭურვილია ახალი ინვენტარით. კეთილომწყობილია დერეფანი და ეზო-გარემო. შექმნილია სრულყოფილი პირობები სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტი წარმართვისათვის.
ახოს საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეთა გამორჩეული მიღწევებით - სკოლის მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ საგნობრივ ოლიმპიადებსა თუ სპორტულ შეჯიბრებებში, ღირსეულად წარმოაჩენენ სკოლის სახელს, როგორც მუნიციპალურ ისე საქვეყნო დონეზე. აქვე, აღსანიშნავია, რომ ახოს საჯარო სკოლა გამოირჩევა მდიდარი ბიბლიოთეკით, სადაც თავმოყრილია მრავალფეროვანი ლიტერატურა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები მოსწავლეთა განვითარებისა და სულიერი...
მეტის ნახვა
ახოს საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეთა გამორჩეული მიღწევებით - სკოლის მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ საგნობრივ ოლიმპიადებსა თუ სპორტულ შეჯიბრებებში, ღირსეულად წარმოაჩენენ სკოლის სახელს, როგორც მუნიციპალურ ისე საქვეყნო დონეზე.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ახოს საჯარო სკოლა გამოირჩევა მდიდარი ბიბლიოთეკით, სადაც თავმოყრილია მრავალფეროვანი ლიტერატურა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები მოსწავლეთა განვითარებისა და სულიერი ზრდისთვის.