ზოდის საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს.
მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოამზადეს და აუდიტორიას წარუდგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასში აღწერილი იყო ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზა. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა მაყურებელს მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ბრძოლით განვლილი გზა“ წარუდგინეს.
მოსწავლეებმა მნიშვნელოვან თარიღს ასვე მიუძღვნეს გაზეთის სპეციალური გამოშვება, რომელიც სკოლის მე-2 სართულზე მოწყობილ - „ ევროპის კედელზე“ გააკრეს.
იხილეთ ფოტოები