კოხტის საჯარო სკოლაში, წალკის 6 სკოლის მოსწავლეთა შორის ჭადრაკის ტურნირი გაიმართა
04-03-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის, განთიადის, ხარების, ბარეთის, წალკის N1 და წალკის N1 საჯარო სკოლებში მოტივირებული, ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა სახის აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამეჯრად, აღნიშნულ სკოლებს შორის ჭადრაკის შეჯიბრი კოხტის საჯარო სკოლაში ჩატარადა. მასში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. 

პირველი ადგილი განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე - ბექა დავლაძემ, მეორე ადგილი წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე - ბექა ბუცხრიკიძემ, მესამე ადგილი წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე - გიორგი ნიკურაძემ, მეოთხე ადგილი კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლე - ხათუნა ბერიძემ დაიკავეს. 

პირველ ადგილზე გასული მოსწავლე თასით და მედლით, მეორე და მესამე ადგილოსნები კი მედლებით დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი ლევან კორძაიასა და სოსო გოხაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„ჩვენი სკოლა ულოცავს თითოეულ მონაწილეს ნაყოფიერ ასპარეზობას და წარმატებებს უსურვებს მომავალში“,- ამბობენ კოხტის საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203