უჯარმის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი მოეწყო
25-05-2018
უჯარმის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი მოეწყო, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო დურგლიშვილი ხელმძღვანელობდა.
მონაწილეობას V-VIII კლასები იღებდნენ.
ღონისძიებამ დიდი ინტერესისა და გამარჯვებისადმი სწრაფის იშვიათ გარემოში ჩაიარა, რამაც შექმნა წინაპირობა იმისათვის, რომ დამოუკიდებლობის 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ასეთივე ღონისძიება კვლავ ჩატარებულიყო.
ამჯერად კითხვები არა მარტო ქართული ენიდან, არამედ ლიტერატურიდან და საქართველოს ისტორიიდან იქნება.