ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცრუ ინფორმაციის ამოცნობა სიმულაციური სწავლებით ისწავლეს 
04-03-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში საინფორმაციო ცენტრის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  წარმომადგენელ თემურ სუყაშვილს უმასპინძლეს. გაიმართა შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა ცენტრის საქმიანობაზე, მისიაზე, პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე ინფორმაცია გაიგეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე. სიმულაციურ სწავლებაში გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები. მონაწილეება განივითარეს დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღეს გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და პრეზენტაციები გამართეს.

მონაწილეები ჯგუფებად იყვნენ გადანაწილებულნი და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, გამარჯვებულები მეთორმეტე კლასის მოსწავლეები - ქრისტინა ძირკვაძე, ალექსანდრა ძირკვაძე და მარიამ დავითაძე გახდნენ. მათ, სერტიფიკატთან ერთად, მაისურები გადაეცათ. დანარჩენ მონაწილეებს კი „დეზინფორმაციის სკოლა - სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობის“ დამადასტურებელი სერტიფიკატები მიენიჭათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203