ბოზალის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
04-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

ამჯერად, თემატური ღონისძიება დედის დღეს მიეძღვნა. ის ქართულ და სომხურ ენებზე წარიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, იხალისეს და საყვარელ მშობლებს დედის დღე მიულოცეს. მოსწავლეებმა ამ დღისა და ადამიანის ცხოვრებაში დედის როლზეც ისაუბრეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი, მათ განვითარებასა და მოტივირებაზე პედაგოგები ყოველღიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203