„თათქარიძისეული და თანამედროვე სახლი“ - დილისკის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება წარმატებით შეასრულეს
04-03-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კომპლექსურ დავალებას ასრულებენ.

ამჯერად, მე-10 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე - „თათქარიძისეული და თანამედროვე სახლი“ იმუშავეს. ისინი აქტივობაში, პედაგოგების - არევიკ გაბრიელიანისა და მილენა მკოიანის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მათ დავალებაზე გულმოდგინედ იმუშავეს, შედეგად კი არაჩვეულებრივი ნამუშევრები დაამზადეს, რამაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203