საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის დაუვიწყარი სასკოლო ცხოვრების შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებები იმართება, ამჯერად კი წარმოდგენა დედის დღეს მიეძღვნა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ.
ღონისძიება მეორე კლასში, დამრიგებლის ლია იაკობაშვილის ხელმძღვანელობითა და მშობლების აქტიური ჩართულობით გაიმართა.
დღე ემოციებით დატვირთული და ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტო: