სათხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი მოსწავლეებისათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ახალგარემონტებული კლუბის სცენა და კედლები ყვავილებითა და ბუშტებით იყო მოწყობილი.
კლუბის დარბაზში მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სტუმრები იყვნენ.
ღონისძიება მეთორმეტე კლასის დამრიგებლმა ელენე სანოსიანმა და კურსდამთავრებულებმა ჩაატარეს, სადაც სომხურმა, ქართულმა, რუსულმა და ინგლისურმა ლექსებმა და სიმღერებმა გაიჟღერა, ასევე, ლამაზი ცეკვები შესრულდა.
სკოლის სასწავლო ნაწილმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცეს.
ისინი უკვე გამოცდებს აბარებენ და სკოლის დირექცია მათ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები