სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალური თამაში გაიმარჯვა
25-05-2018
სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში - ,,ყველაზე წიგნიერი" გაიმარჯვა. გუნდის წევრები არიან - ავთანდიილ უჯმაჯურიძე, გიორგი ზამთარაძე და ვიკა მანჯგალაძე.
თამაში სამ ტურად წარიმართა და ბლიც ტურით დაგვირგვინდა.
ინტელექტუალური თამაში ევროპის დღეების ფარგლებში, სამტრედიელი ახალგაზრდებისა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იმერეთის რეგიონის წარმოადგენლის მარიკა ვაჭარაძის ერთობლივი ორგანიზატორობით და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მხარდაჭერით ჩატარდა. იხილეთ ფოტო