ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლის - მარიამ კაპანაძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. ნამუშევრებში მკვეთრად იყო გამოხატული მოსწავლის შემოქმედებითი შესაძლებლობები, რამაც მთელი სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლის დირექტორმა - მაია ფრიდონიშვილმა, კლასის ხელძღვანელმა - მარიამ მაისურაძემ, ხელოვნების მასწავლებელმა - შორენა კოჭლამაზაშვილმა, ასევე სკოლის სხვა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ახალგაზრდა მხატვარს მიულოცეს ეს დღე და წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნიჭს აფასებენ და მის განვითარებას ხელს უწყობენ.
იხილეთ ფოტოები: