ფშაველის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია გააცოცხლეს
25-05-2018
ფშაველის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ახალი ნერგის“ წევრმა მოსწავლეებმა, ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, არჩილ ხუტუაშვილთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ღონისძიება „დამოუკიდებელი საქართველოს 100 წლისთავი.“
კლუბის წევრებმა: მარიამ რაიბულმა, ელენე მაისურაძემ და ლიზი ბარხუდანაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ის ისტორიული ფაქტები და პიროვნებები გააცნეს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებასა და განვითარებაში.
მოსწავლეებმა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკოლის ფასადი ფერადი ბუშტებით მორთეს.
ახალგაზრდებმა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“სიმბოლურად მოაწერეს ხელი და ამით მხარი დაუჭირეს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ბედნიერ მომავალს.
ღონისძიებაზე ისტორიული ვიდეომასალის ჩვენება მოეწყო და 100 წლის წინანდელი ამბები თანამედროვეობისათვის ხელშესახები გახდა.