„ნიუტონის საღამო“ - ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
04-03-2024
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით, შემეცნებითი პროექტი - „ნიუტონის საღამო“ განახორციელეს. მოსწავლეებმა ისააკ ნიუტონის ცხოვრების, მოღვაწეობისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ ისაუბრეს.

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. პრეზენტაციას მე-7, მე -8 და მე-11 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

„საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ეს შეხვედრა ბავშვებისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203