„ჩვენც მოვხუცდებით“ - თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხუცებულთა პანსიონატის მკვიდრთ დედის დღე მიულოცეს
05-03-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, კაცთმოყვარეობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას ასწავლიან და სამაგალითო მოქალაქეებად ზრდიან. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღესდღეობით, არიან ხანდაზმულები, რომლებსაც აკლიათ ოჯახური სითბო და მზრუნველობა საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით. მოსწავლეებში თანაგრძნობის, გვერდში დგომის, თანაგანცდის უნარის ჩამოყალიბების მიზნით, თამარიანის საჯარო სკოლის მე-2  და მე-4 კლასის დამრიგებლებმა - ნინო გოგოლაძემ და იამზე ბრეგვაძემ განახორციელეს პროექტი - „ჩვენც მოვხუცდებით“.

მოსწავლეები ესტუმრნენ წნორის მოხუცთა პანსიონატს - „ხანდაზმულთა სავანეს“ და მოინახულეს მშობლებთან ერთად, იქ მცხოვრები ხანდაზმულები.

ბავშვებმა ისაუბრეს მათთან, სიყვარულით და სითბოთი სავსე ლექსებით, ცეკვით და სიმღერით მიულოცეს მათ 3 მარტი. მშობლებმა კი თავადვე გამოთქვეს სურვილი და მოხუცებულებს საჩუქრები გადასცეს.

ამავე სკოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბის წევრებმა კი, ირმა ბოჟაძისა და ნინო სეთურის ხელმძღვანელობით, საკუთარი ხელით დამზადებული საპნების რეალიზაციის შედეგად გამომუშავებული თანხით შეძენლი საჩუქრებით დაასაჩუქრეს მასპინძლები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203