ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ ღირებულებათა ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ, ამიტომ გარდა საგნებისა, სიკეთის კეთებასა და ემპათიას ასწავლიან.
29 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელმა - ნინო გოგოლაძემ ხანდაზმულთა დახმარების მიზნით ხელნაკეთი ნივთების, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები მოსწავლეთა მიერ იყო დამზადებული.
აქციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.
იხილეთ ფოტოები: