დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თამაზ მეჭიაურს შეხვდნენ
25-05-2018

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის გუნდი „მწვანე თიანეთი“ თიანეთის მერიას ესტუმრა, სადაც თიანეთის მერ თამაზ მეჭიაურს შეხვდნენ. 

მოსწავლეები ხელმძღვანელთან, ნატალია ოთარაშვილთან ერთად გაესაუბრნენ არამარტო მერს, არამედ მის მოადგილესა და მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, რომელთაც სრულყოფილად გააცნეს ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია - „აღმოაჩინე საქართველო“, პროექტის მიზნები და თავიანთი შედეგები ამ პროექტში.

მოსწავლეების განცხადებით, უმთავრესი ამ შეხვედრაზე ის იყო, რომ თამაზ მეჭიაური გუნდის წევრებს სრულ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას დაპირდა და შემუშავდა სამოქმედო გეგმა თიანეთში არსებული უკანონო ნაგავსაყრელების გაუქმების, გამწვანების აქციებისა და სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელების შესახებ. 

იხილეთ ფოტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203