დირექტორობის მსურველებს სკოლების შესაცვლელად 24-საათიანი ვადა აქვთ - კონკურსის დეტალები
04-03-2024

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, დასრულდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატთა ელექტრონული რეგისტრაცია.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატს შეეძლო მიეთითებინა მაქსიმუმ სამ საჯარო სკოლა. რომელთა დასახელების შეცვლაც, ოფიციალური ინფორმაციით, შესაძლებელი იქნება 2024 წლის 04 მარტის 24:00 საათიდან 05 მარტის 24:00 საათამდე.

შეგახსენებთ, რომ გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203