როგორ ჩარიცხონ თანხა და რას უნდა მიაქციონ აბიტურიენტებმა ყურადღება ეროვნულებზე რეგისტრაციისას
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო და აპლიკენტებს ვთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა გადაიხადონ თანხა იმისთვის რომ რეგისტრაცია წარმატებით გაიარონ.
პირველ რიგში დაიმასხოვრეთ რომ თანხა რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადოთ. ერთი საგნის საფასური 10 ლარია, შესაბამისად საერთო თანხა განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რამდენი საგანის ჩაბარებას აპირებთ. ამასთან, მნიშნელოვანია გაითვალისწინოთ საკომისიო, რომელიც განსხვავებულია.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
• „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
• „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
დაიმახსოვრეთ! სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).