წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, რომლებიც ერთვებიან საინტერესო ინიციატივებში და თავიანთ უნარებს წარმატებით წარმოაჩენენ, მათ შორისაა ნესტან გორგაძე.
ნესტანი მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელიც საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“, წარმატებით მონაწილეობს, ის მესამე ტურში გადავიდა, რასაც სკოლა დიდი სიხარულით გვამცნობს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზნებია: მოსწავლე-ახალგაზრდობის ქვეყნის წარსულით და ზოგადად ისტორიით დაინტერესება; მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება; ისტორიის, როგორც სასკოლო დისციპლინის პოპულარიზაცია და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება.
სკოლაში მოსწვალეს ულოცავენ მიღწეულ შედეგს და წინსვლას უსურვებენ.