მათხოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
05-03-2024
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, აქტიურად აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში არაერი თემატური აქტივობა გაიმართა. მოსწავლეები მათ მიმდინარეობაში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ წიგნებიდან მათთვის საინტერესო მონაკვეთები ხმამაღლა წაიკითხეს, საყვარელი ნაწარმოებებისა და პერსონაჟების შესახებ ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ამ დღის მნიშვნელობის შესახებ.

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო ! ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, რომ გაერთიადნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203