მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ინიციატივით, განხორციელებულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
კონფერენცია, მცხეთის N1 საჯარო სკოლაში, მცხეთა-მთიანეთის მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და ეხებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში რეგიონის 12 სკოლა, მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესახებ კვლევები და პროექტები.
კონფერენციას ესწრებოდნენ რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბექა იორდანიშვილი და პროფკავშირის რეგიონალური ხელმძღვანელი მანანა ჩოხელი. სკოლაში, მადლობას უხდიან მათ მხარდაჭერისთვის და აღნიშნავენ, რომ პლატფორმა ფუნქციონირებს რესურსცენტრის და პროფკავშირის ხელშეწყობით.
იხილეთ ფოტოები: