შომახეთის საჯარო სკოლაში დედის დღეს მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მიეძღვნა
05-03-2024
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-6 კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა. 

მათ ნამუშევრებზე მონდომებით იმუშავეს, შედეგად კი არაჩვეულებრივი ნახატები შექმნეს, რომლებიც სხვადასხვა თემატიკის იყო. გამოფენამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„დედის სიყვარული და თავგანწირვა არის ის, რისი ანაზღაურებაც შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება. ძვირფასო დედებო, შომახეთის საჯარო სკოლა, მე-6 კლასის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატებით გილოცავთ დედის დღეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203