ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. შედეგად ისინი გამოწვევებს არ უშინდებიან და არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები, მაგიდის ჩოგბურთში, გოგონათა შორის გამართულ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურნირში მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და I ადგილი დაიკავეს.
„გილოცავთ ჩემო ჩემპიონებო და უმაგრესო გოგონებო, ვულოცავ ჩვენს მიშა მასწავლებელს და სკოლას, მუდამ წარმატებებით გევლოთ“,- სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ამაყობენ.
იხილეთ ფოტოები: