ლესის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა დაუვიწყარი საჩუქარი დედებს
05-03-2024
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო, ამის მიზეზი დედის დღეა.

მეორე კლასის მოსწავლეებმა დედებს გაზაფხულის ერთი დღე გაულამაზეს. მათ მისალოცი ბარათები და ყვავილებისთვის კალათები დაამზადეს, ლექსები წაიკითხეს და დედიკოებთან ერთად იმღერეს.

მეორეკლასელები აქტივობაში, დამრიგებელის - ნაირა უგრეხელიძის ხელმძღვანელობით, დიდი სიყვარულით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დედების გახარება შეძლეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

„მადლობა ხათუნა და ნანა მასწავლებლებს დღევანდელი დღის გალამაზებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203