ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დედები სიყვარულით აღსავსე ბარათებით გაახარეს
05-03-2024
აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო პროექტებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში დედის დღეს მიეძღვნა განსაკუთრებული აქტივობა.

პროექტ „წიგნის თაროს“ ფარგლებში, II კლასის მოსწავლეებს, რომელთა დამრიგებელი ქ.თედორაძე გახლავთ, ბიბლიოთეკაში სტუმრობისას, ბიბლიოთეკარმა - რუსუდან გუნთაიშვილმა წაუკითხა ნაწყვეტი, ვაჟა ფშაველას ნაწარმოებიდან „შვლის ნუკრის ნაამბობი“. ტექსტის გააზრების შემდეგ, მოსწავლეებმა გამოკითხვის ფურცლები - „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ შეავსეს და საყვარელ დედებს გადასცეს.

ბავშვებმა ამ აქტივობის მეშვეობით, თავიანთი თბილი დამოკიდებულება, სიყვარული გამოხატეს დედების მიმართ, მათ ამაგი დაუფასეს და გაახარეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, სიხარულითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს საჭირო უნარებს უვითარებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203