''პოეტთა მეფის'' დაბადების დღეს ახალციხის №5 სკოლამ მასშტაბური ღონისძიება მიუძღვნა
24-11-2016
გენიალური ქართველი პოეტისა და ,,პოეტთა მეფის“-გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ახალციხის №5 სკოლის თვითმმართველობამ ჩაატარა ღონისძიება ,,გალაკტიონის საღამო''. 

საღამო მოიცავდა გალაკტიონის შემოქმედებას, მის ბიოგრაფიას, ლექსებს, ნაშრომებსა და დღიურებს.  

თვითმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა. მოსწავლეებმა მთელი არსებით გაითავისეს შემოქმედება ქართული სიტყვის ოსტატისა, რომელიც მომხიბლაობას მატებდა ქართული მწერლობის უჭკნობ მშვენებას და თავისი ერის სულის საგანძურში ფასდაუდებელი სიმდიდრე შეჰქონდა.  

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და ჩანდა მოსწავლეთა მიერ გაწეული დიდი შრომა. საღამოს მონაწილეებმა შესანიშნავად წაიკითხეს ლექსები პოეტის შემოქმედებიდან, მისი დღიურები, ბიოგრაფია;  იმღერეს გალკტიონის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, ასევე ზოგიერთმა მოსწავლემ წარმოადგინა საკუთარი ჩანახატი და ლექსი დაწერილი გალაკტიონზე;  

სპეციალურად ამ საღამოსთვის მოსწავლეებმა თავად დახატეს გალაკტიონის პორტრეტები. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები: გიორგი კაკიაშვილი, გვანცა ნოზაძე, თამარ ბერიძე, ქრისტინა სარაშვილი, აჩიკო ზედგინიძე, მარიამ ლიჩელი, მარიამ ღონღაძე, ეთერ მერაბიშვილი, ქეთევან ინასარიძე, მარიამ ბერიძე, დავით წიკლაური, თაკო მოდებაძე, მერი მხითარიან და რუსუდან მურვანიძე.
პორტრეტები შესრულებული იყო მარიამ ვახტანგიშვილისა და ქეთი კაჭკაჭიშვილის მიერ. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მერი მხითარიანი და რუსუდან მურვანიძე. ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203