დირექტორების კონკურსისთვის დარეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობა, სკოლების მიხედვით ცნობილია. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ საჯარო სკოლაში რამდენმა აპლიკანტმა შეავსო განაცხადი.
დირექტორობის მუსრველთა კონკურსის დეტალები სკოლების მიხედვით.
დოკუმენტის თანახმად, ყველაზე დიდი კონკურსი თბილისის N114 საჯარო სკოლაშია, რომელიც 50 კანდიდატს აქვს მონიშნული.
N133 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა 40 კანდიდატს სურს, ხოლო თბილისის N11 საჯარო სკოლაზე 39 განაცხადია შესული.
კონკურსის მასშტაბით შემდეგ ადგილზე გახლავთ თბილისის N177 საჯარო სკოლა 38 კანდიდატით. 36 აპლიკანტს სურს თბილისის N136 საჯარო სკოლის დირექტორობა, 34 კანდიდატს აქვს მონიშნული თბილისის ვაჟა ფშაველას სახელობის N87 და თბილისის N115 საჯარო სკოლები, ხოლო 33 პირს - თბილისის N166 საჯარო სკოლა. 31 კანდიდატია რეგისტრირებული თბილისის N149 საჯარო სკოლის დირექტორობის კონკურსზე.
დირექტორობის მსურველებს სკოლების შესაცვლელად 24-საათიანი ვადა აქვთ - კონკურსის დეტალები