„რა თქმა უნდა, ბანაკები არის და იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდებისთვის. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო დაგვეტვირთა შინაარსობრივად და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ამიტომ, წელს აღნიშნული ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში და 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება ამ მიმართულებაში, სადაც ასევე 400-მდე ახალგაზრდა იქნება დასაქმებული.
აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც გვინდა რომ შემოვიტანოთ, არის, რომ შინაარსობრივად ბანაკებში გატარებული დრო, გვინდა რომ უფრო შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დავტვირთოთ, მათ შორის ცნობილი სპორტსმენების,ხელოვანების, მომღერლების თუ მწერლების მიყვანით, რომ უფრო აქტიური საბანაკე პერიოდი გაატარონ ჩვენმა ახალგაზრდებმა და არ იყოს ეს მხოლოდ იმ დღიური დღის წესრიგით დატვირთული აქტივობებით, რომელსაც ბანაკი მოიცავს. ამ კუთხით წელს რაოდენობაც საკმაოდ მასშტაბური გვექნება“, - განაცხადა მინისტრმა
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ განათლების სამინისტრო ერთი მხრივ, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მეორე მხრივ კი, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.
„ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩავარდნა გვქონდა და ათწლეულებია, მსგავსი საგრანტო მიმართულებები არ განხორციელებულა. ეს გახლავთ საგრანტო პროგრამა, რომელიც ორ კომპონენტიანია - ერთი მხრივ, ეს არის მცირე საგრანტო პროგრამა, რომელიც მთლიანად გათვლილია რეგიონში მყოფ ახალგაზრდებზე, რომ ეს მიმართულება არ გამოგვრჩეს. ყველა პროექტი, რომელსაც წარმოადგენენ, შევეცდებით, დავაფინანსოთ. ერთი პროექტის ღირებულება იქნება 15 ათასი ლარი.
მეორე, უფრო ფართომასშტაბიანი მიმართულება - ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაციები. გვინდა, ფართო შესაძლებლობა მივცეთ ყველა იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელსაც კრეატიული, ინოვაციური, მნიშვნელოვანი იდეები აქვს, რათა ჩვენი ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩართოს. თითოეული ასეთ საგრანტო პროექტის ღირებულება 100 ათასი ლარი იქნება“, - აღნიშნა ამილახვარმა.