ტესტირების დაწყების დროა 12:00 საათი და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს.
დირექტორობის კანდიდატები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.
დირექტორობის კანდიდატებმა, რეგისტრაციის გავლის მიზნით, ადგილზე უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში დირექტორობის კანდიდატები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
საგამოცდო ცენტრების მისამართების სანახავად იხ. ბმული.
დირექტორობის კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ არაუგვიანეს 2024 წლის 7 მარტისა იხილონ საგამოცდო ცენტრის მისამართი, სადაც უნდა გამოცხადდნენ ტესტირებაზე.
შეგიძლიათ, გაეცნოთ ტესტირების პროცესში მონაწილე დირექტორობის კანდიდატთა ქცევის წესებსა და ტესტზე მუშაობის ინსტრუქციას.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 2024 წლის 19 თებერვლიდან ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე https://directors.mes.gov.ge, ხოლო ვებინარების ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია ბმულზე – https://el.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 2 200 220