ამჯერად, სკოლაში, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული - მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, პიესები გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ, ასევე დედებს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ზეიმს პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ დღით აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
აღნიშნული დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დღისთვის.
იხილეთ ფოტოები: