პატრიკეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მეტეოროლოგიური სადგური მოინახულეს
06-03-2024
გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებელ ანა თაბაგართან და დამრიგებელ ინგა კუხალაშვილთან ერთად, გარემოს დაცვის სააგენტოს ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ არაჩვეულებრივი მეგზურობა გია ფრუიძემ გაუწია. მან ისაუბრა, როგორ ხდება ჩამონადენი წყლების მონიტორინგი და ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვებები.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ლაბორატორია, სადაც მოწმდება წყალი. მოინახულეს მეტეოროლოგიური სადგურის რადარი, რომელიც მთლიანად ფარავს მთელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას, ხელს უწყობს შავი ზღვისპირეთში და მაღალმთიან რეგიონებში ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუჯობესებას. ასევე, ძლიერი ნალექების და მათგან გამოწვეული წყალდიდობების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას.